1. პროექტის სახელი: ბიოგრაფია;
2. პროექტის მოკლე დახასიათება: პროექტი ეხება გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას .
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტი გათვლილია 14 წლის მოსწავლეებზე. მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად ,თითო ჯგუფში არის 4 მოსწავლე. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებას (მწერლებს, მუსიკოსებს, მხატვრებს და სხვა). მოსწავლეები თითოეული ჯგუფიდან ინაწილებენ სამუშაოს .ერთი მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას მასზედ , რომ თუ სად დაიბადა და სად ცხოვრობდა ეს ადამიანი, ვინ იყვნენ მათი მშობლები. მეორე მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას მის სამუშაოსა და საქმიანობაზე, ან მის შემოქმედებაზე. მესამე მოსწავლე დაკავებულია ილუსტრაციებისა და ფოტოების შეგროვებით,რომელიც დასჭირდებათ პროექტის მომზადებისას. მეოთხე მოსწავლე ახდენს პრეზენტაციას, პროექტის დაცვას. ერთი კვირის შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს , რომლებიც შესაძლოა გაუჩნდეთ მოსწავლეებს და განვიხილავთ იმ მასალას,რომელიც იქნა მათ მიერ მოპოვებული სხვადასხვა წიგნებში ჟურნალებსა თუ ინტერნეტში, ასევე ვამზადებთ კითხვებს, რომლებიც გაუჩნდათ ჯგუფის წევრებს სხვა ჯგუფის წევრების მიმართ, რომელიც უნდა დასვან პროექტის დაცვის დროს. მომდევნო კვირისთვის ეძლევათ დავალება მომზადებული მასალის მიხედვით მოამზადონ ბუკლეტები და მოემზადონ პროექტის დაცვისათვის.
4. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.
5. პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6. სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი აძლევს მოსწავლეებს საშუალებას გაიღრმავონ ცოდნა და ისტ–ის გამოყენებით მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე.
7. პროექტის სამუშაო ენაა: რუსული.
8. კავშირშია: ქართულ ენასთან , ხელოვნებასთან
9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხო ენა მე-8 28 მოსწავლე მართავს რესურსებს. შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში : მასწავლებელი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და სხვა. 2. სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით ახარისხებს სხვადასხვა რესურსებში მოპოვებულ ინფორმაციას უცხო ენა მე-829 მოსწავლე თანამშრომლობს გუნფის წევრებთან. შედეგი თვალსაჩინოა როდესაც მოსწავლე :
1.მსჯელობს გუნდელებთან (პრობლემის გადაჭრა, ფუნქციების განაწილება,)
2.სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას, როგორც ლიდერი და გუნდის წევრი
3. ისმენს სხვების მოსაზრებებს; ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
10. ფასილიტატორი: ირმა მენაღარიშვილი.
11. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: irma.menagarishvili@gmail.com